დარეგისტრირდი FlexWork -ზე როგორც ფრილანსერი და შეავსე შენი პროფილი:
· უნარები
· გამოცდილება
· საკონტაქტო ინფორმაცია
დაათვალიერე ხელმისაწვდომი სამუშაოები და გამოიყენე ფილტრები შენთვის შესაფერისი პროექტების მოსაძებნად.
თუ სისტემაში იქნები ავტორიზებული მენიუში „სამუშაოს პოვნა“ თავდაპირველად გამოჩნდება შენი უნარების შესაფერისი სამუშაოები.
საინტერესო სამუშაოზე განაცხადის გასაგზავნად გამოიყენე ქულები.
ეს
სისტემა იცავს როგორც ფრილანსერს, ისე კლიენტს უსარგებლო კომუნიკაციისგან.
თუ დამკვეთი (კლიენტი) აგირჩევს, კონტრაქტი აქტიურდება და შეგიძლია დაიწყო მუშაობა.
· ატვირთე პროგრესის განახლებები
· ჩააბარე შესრულებული სამუშაო
· მიიღე შეფასება და ქულები წარმატებული დასრულებისთვის
· გამჭვირვალე ქულების სისტემა
· ხარისხზე ორიენტირებული კომუნიკაცია
· რეიტინგები და შეფასებები
· უსაფრთხო და სტრუქტურირებული პროცესი
FlexWork შექმნილია ეფექტური თანამშრომლობისთვის — მინიმალური ხმაურით და მაქსიმალური შედეგით.
FlexWork.ge არის საკომუნიკაციო და სამუშაო პროცესის მართვის პლატფორმა.
გაითვალისწინეთ, რომ უსაფრთხოების და ადგილობრივი საბანკო რეგულაციების გამო, პლატფორმა არ ინახავს და არ ატარებს ანგარიშსწორების თანხებს თავის სისტემაში.
პირდაპირი ანგარიშსწორება: თანხის გადახდა ხდება უშუალოდ დამკვეთსა და ფრილანსერს შორის, მათთვის მისაღები ფორმით (საბანკო გადარიცხვა, ნაღდი ანგარიშსწორება და ა.შ.).
მხარეთა პასუხისმგებლობა: ანგარიშსწორების პირობებზე შეთანხმება და მისი დროული შესრულება წარმოადგენს მხარეების სრულ პასუხისმგებლობას.
ნდობა და პროფესიონალიზმი: სამუშაოს ხარისხიანი და დროული შესრულება საუკეთესო გარანტიაა დამკვეთთან ხანგრძლივი და საიმედო თანამშრომლობისთვის.